14 ივნისი 2021,   10:54
ვრცლად
როდის ელოდება საქართველო COVID-19-ის მეოთხე ტალღას და ვირუსის რომელი ფორმა ქმნის ამის საფრთხეს - სპეციალისტების პროგნოზი​

კორონავირუსი მსოფლიოსა და საქართველოს ყოველ 6 თვეში საკუთარ ძალებს ახსენებს. ვირუსი თვეების განმავლობაში იცვლის სახეს და ფორმას. ახალი მტერი, რომელიც COVID-19-ის მეოთხე ტალღას დააჩქარებს - B1617-ია, ეს ვირუსის ის ახალი ფორმაა, რომელიც თავდაპირველად ინდოეთიდან გავრცელდა.

სპეციალისტების პროგნოზით, ვირუსის ბრიტანულ ვარიანტს ინდური ფორმა შეცვლის, რომელიც 60-ჯერ სწრაფად ვრცელდება და საშიშია ყველა ასაკობრივი ჯგუფისთვის.

საქართველოში სპეციალისტები ინფიცირებულთა მკვეთრ ზრდას ელოდებიან. ეპიდემიოლოგიურ საფრთხეებს ზაფხულის პერიოდიც ქმნის, როდესაც მობილობა იზრდება, განსაკუთრებით ზღვის კურორტებზე, სადაც მოგზაურები თუ ადგილობრივები ვირუსის არსებობს ივიწყებენ.

პირბადის ტარების გარდა, გამოსავალი მასობრივი ვაქცინაციაა. სწორედ იმუნიზაციის დაბალი მაჩვენებელია პრობლემა, რომელსაც ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის მკვეთრად შეცვლა შეუძლია.

ქვეყანა ვირუსის მეოთხე ტალღის შემოტევას რომ გაუმკლავდეს, ეპიდემიოლოგეის თქმით, თვეში 700 000 ადამიანი უნდა აიცრას.




 

 

 

 

 

დღის ამბები