14 ივნისი 2021,   08:59
ვრცლად
ძალადობის მორიგი ისტორიები ბავშვთა სახლიდან - ნინოწმინდის პანსიონის ბენეფიციარი კონკრეტულ პირებს ასახელებს​

ნინოწმინდის ყოფილი ბენეფიციარები ყვებიან, რა ხდებოდა კედლებს მიღმა. მონათხრობის მიხედვით, გვიან ღამით აღმზრდელმა მცირეწლოვანი ცემით დაასისხლიანა, ის ოთახიდან გაიქცა და პანსიონის დერეფნებში შველას ითხოვდა.

მომხდარი ყველამ გაიგო, მათ შორის მთავარეპისკოპოსმა სპირიდონმა. მეუფემ ამღზრდელები სამსახურიდან გაათავისუფლა.

ბავშვზე ფიზიკური ძალადობა პანსიონის კედლებს არ გაცდენია, ამბავი არც პოლიციამდე მისულა. პანსიონში დარჩენილი აღმზრდელები კი ბავშვების გაბედული ნაბიჯის გამო, უფრო აგრესიულები გახდნენ. 

პანსიონი, ერთადერთმა სრულწლოვანმა ბენეფიციარმა 4 მაისს დატოვა, ის უკვე გამოიკითხა. დაწესებულების უკვე ყოფილი აღსაზრდელი ამბობს, რომ მოძალადე აღმზრდელები ტერიტორიაზე ჯერ კიდევ მუშაობენ. მათ შორის მოზარდი კონკრეტულ გვარებს ასახელებს - ნანა თუთარაშვილს და ირინა ფერაძეს. გოგონა ყვება, რომ ბავშვების მიმართ ძალადობა ხშირი იყო 12 წლამდე პერიოდში.

ბავშვების მონაყოლის მიხედვით, იყო შემთხვევები, როდესაც პანსიონს მთავარეპისკოპოსი სხვა მაღალიერარქებთნ ერთად სტუმრობდა და იშლებოდა სუფრა, მაგრამ ბავშების ადგილი არ იყო, ამიტომ უყურებდნენ როგორ ვახშმობდნენ სხვები. ბავშვები ყვებიან, რომ ხშირად გამოგზავნილ საჩუქრებს აღმზრდელები ითვისებდნენ.

"კურიერის" კამერამ ნინოწმინდაში კადრები 2012 წელსაც გადაიღო, ბავშვებმა, რომლებიც ამ კადრში ჩანან წლების განმავლობაში არაადამიანურ მოპყრობას, ძალადობას, დამცირებასა და ტკივილს გაუძლეს, წლების შემდეგ მათ შიში დაძლიეს და დახურულ კარი გააღეს. ყველა მათგანი ახლა სამართლის და უსაფრთხო გარემოს ძიებაშია.

დღის ამბები