14 ივნისი 2021,   10:35
ვრცლად
ეს არის ოკუპირებული ტერიტორიები, რომელიც ფართოვდება - ლიეტუვას პრეზიდენტმა საოკუპაციო ხაზი მოინახულა

ლიეტუვის პრეზიდენტი საოკუპაციო ხაზთან ჩავიდა, გიტანას ნაუსედამ საქართველოში ოფიციალური ვიზიტი სწორედ სოფელი ხურვალეთში ჩასვლით დაიწყო და საოკუპაციო ხაზის მიმდებარე ტერიტორია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებთან ერთად მოინახულა. 

"მინდა კომენტარი გავაკეთო იმ ვითარებაზე რაც აქ არის. ეს არის ოკუპირებული ტერიტორიები, რომელიც ფართოვდება. მე მაქვს კითხვა, როდის შევძლებთ ამ ტერიტორიების გათავისუფლებას?! ჩვენ ამაზე ვმუშაობთ. ჩვენი ვალია პროცესი დავაჩქაროთ. დემოკრატია რთულია, თუმცა ჩვენ ამ გზის გავლა მოგვიწევს," - აღნიშნა ნაუსედამ

დღის ამბები