14 ივნისი 2021,   08:57
ვრცლად
ვინ არიან ხმაურიანი სპეცოპერაციისას დაკავებულები - "კურიერმა" საქმის ახალი დეტალები გაარკვია

ვინ არიან ხმაურიანი სპეცოპერაციისას დაკავებულები - "კურიერმა" ბრალდებულთა ნაწილის ვინაობა გაარკვია. სპეცოპერაცია სამ ქალაქში  - თბილისში, ქუთაისსა და თელავში ჩატარდა.

დაკავებულებს ქურდული სამყაროს წევრობას, მიმართვასა და მხარდაჭერას ედავებიან. დაკავებულებს შორის არიან ის ბიზნესმენებიც, რომლებმაც ბიზნეს დავის გადასაწყვეტად ე.წ. კანონიერ ქურდს მიმართეს.

ბიზნეს დავა, რომელიც კრიმინალურ გარჩევაში გადაიზარდა, უკავშირდება ტრაქტორების ბიზნესს. როგორც ირკვევა, სამ პარტნიორს საქართველოში ტრაქტორები შემოჰყავდა, ხდებოდა მათი აწყობა და გაყიდვა. რა დროსაც მეწილეებს შორის უთანხმოება გაჩნდა.

"კურიერის" ინფორმაციით, შეკრება სოფელ დიღომში შედგა. ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროში საუბრობენ და უწყებამ ფარული ვიდეო ჩანაწერებიც გაავრცელა. სოფელ დიღომში, ამავე მისამართზე ცხოვრობს ერთ-ერთი დაკავებული, გიორგი მიგინეიშვილი. თუმცა მისი ოჯახის წევრები უარყოფენ, რომ 16 აპრილს ქურდული გარჩევა სწორედ მათ საცხოვრებელ სახლში შედგა.  

რაც შეეხება კიდევ ერთ დაკავებულს, ის მევლუდ მახარობლიძეა, რომელიც კრიმინალური ავტორიტეტის და საქმის მთავარი ფიგურანტის, ზაალ მახარობლიძის, იგივე "გლეხოვიჩის" შვილია.  

"რაღაც დაწესებულება ჰქონდა, ტრაქტორებს ყიდულობდა, ესენი აწყობდნენ, ნაწილებს შლიდნენ, მერე ტენდერი ჯართში მოუგია და ესენი წილში გაიყვანა, მაგრამ ამავდროულად, წილში არაფერი არ შეხვდათ ამათ. ის ტეხავდა ყველაფერს. ახალ წელს ჩამოვიდა და ლარიანი არ ჰქონდა. უთხრა რომ გადმოგირიცხავ ფულსო, მაგრამ არაფერი გადმოურიცხია. მე ვეხვეწებოდი რომ ფული მოეთხოვა, მაგრამ ეს არ ითხოვდა. ბოლოს შეაწუხეს, ჩამოდი დაესწარი საუბარსო. ის ქურდები რომ ჩარიეს. იმ ბიჭმაც რა ქნას, ცოლ-შვილი ყავს და ფულს არ აძლევდა და ჩარიეს ქურდები. ჩემი ქმარი ჩავიდა, უბრალოდ დაესწრო. ერთი ვიცი, რომ ჩემი ქმარი უდანაშაულოა, იმიტომ რომ ჩემ ქმარს ჩაქნეული ჰქონდა ფულზე ხელი,“ - აცხადებს ერთ-ერთი დაკავებულის მეუღლე.

 

 

დღის ამბები