13 ივნისი 2021,   03:51
ვრცლად
ვფიქრობ დღეს კანონპროექტის საბოლოო ვერსიაზე შევთანხმდებით და გადავალთ საკომიტეტო მოსმენაზე - შალვა პაპუაშვილი საარჩევნო კოდექსზე

ამ წუთებში პარლამენტში ოპოზიციასა და უმრავლესობას შორის საარჩევნო კოდექსზე შეხვედრა მიმდინარეობს. მმართველ გუნდში მოლოდინი აქვთ, რომ საკითხზე პოლიტიკური ოპონენტები შეთანხმდებიან.  

პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" წევრის, შალვა პაპუაშვილის თქმით საარჩევნო კოდექსი საკომიტეტო მოსმენაზე მალე გადაინაცვლებს. 

"ის სულისკვეთება, რომელიც სუფევდა ამ შეხვედრების დროს, მაძლევს მე იმის თქმის შესაძლებლობას, რომ დღეს ჩვენ შევთანხმდებით კანონპროექტის საბოლოო ვერსიაზე. პრინციპში, არ არის ისეთი საკითხი, რომელზეც შეთანხმება შეუძლებელია, ამიტომ სწორედ გამომდინარე იმ საერთო სულისკვეთებიდან, რომელიც არსებობს პარტიებს შორის თანამშრომლობის კუთხით, ვფიქრობ, დღეს ტექსტის მხრივ, ყველაფერზე შევთანხმდებით და გადავალთ უკვე საკომიტეტო მოსმენაზე," - ამბობს შალვა პაპუაშვილი.

შეგახსენებთ, ოპოზიცია და უმრავლესობა საარჩევნო კოდექსს განიხილავს. დღეს უნდა გაირკვეს, რამდენი მოადგილე ეყოლება ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს და როგორ გადანაწილდება კვოტები.

დღის ამბები