14 ივნისი 2021,   10:18
ვრცლად
გურამ ფალავანდიშვილი პოლიციაში გამოკითხვაზე გადაიყვანეს - რა მოხდა დედაენის ბაღში 

ამ წუთებში "დედაენის ბაღში" პოლიციაა მობილიზებული, გურამ ფალავანდიშვილი კი პოლიციაში გამოკითხვაზე გადაიყვანეს, რომელიც ტერიტორიიდან, ცოტა ხნის წინ, განარიდეს.

თბილისი პრაიდის ინფორმაციით, მან ლგბტ აქტივისტების მიერ მომზადებული ინსტალაცია დაარბია. აქტივისტები აცხადებენ, რომ საზოგადოება "ზნეობის" წარმომადგენლის მხრიდან იყო თავდასხმის მცდელობაც. 

როგორც აქტივისტები ამბობენ, გურამ ფალავნდიშვილმა მათ შეურაცხყოფა განსხვავებული შეხედულებების გამო მიაყენა.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, გურამ ფალავნდიშვილი ამ დროისთვის გამოკითხვაზე იმყოფება. უწყების ცნობით, მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო. საუბარია მუხლზე რომელიც გულისხმობს ადამიანის დევნას მისი სხვადასხვა შეხედულების გამო.

ამ წუთებში "დედაენის ბაღში" რჩება ადამიანთა ჯგუფი, რომლებიც ლგბტქ-ს საწინააღმდეგო აქციას მართავს,მათ ადგილზე მიტაინლი აქვთ ბანერი წარწერით ​ - "არა LGBT სიბილწეს!".

დღის ამბები