14 ივნისი 2021,   09:25
ვრცლად
Tbilisi Pride - გურამ ფალავანდიშვილმა დედაენის ბაღში ლგბტქ აქტივისტების ინსტალაცია დაარბია და თავს დაესხა აქციის მონაწილეებს
Tbilisi Pride-ის ინფორმაციით, გურამ ფალავანდიშვილმა დედაენის ბაღში, ლგბტქ აქტივისტების მიერ მომზადებული ინსტალაცია -  "welcome to the closet" დაარბია.
 
მათივე ინფორმაციით, ფალავანდიშვილი თავს დაესხა აქტივისტებსაც. 
 
"რამდენიმე წუთის წინ, დედაენის ბაღში, ლგბტქ აქტივისტების მიერ მომზადებული ინსტალაცია "welcome to the closet" გურამ ფალავანდიშვილმა დაარბია. როგორც ვიცით ფალავანდიშვილი თავს დაესხა აქტივისტებსაც.
 
მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, შინაგან საქმეთა სამინისტროს და შესაბამის უწყებებს დაუყონებლივ დ ა ა კ ა ვ ო ნ გურამ ფალავანდიშვილი;
დაიცვან ადამიანების ჯანმრთელობა და შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლება!" - წერია Tbilisi Pride-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 
დღის ამბები