14 ივნისი 2021,   10:58
ვრცლად
აქცია სიღნაღის რაიონში - მოსახლეობა საძოვრების შესაძლო გასხვისებას აპროტესტებს  

სიღნაღის რაიონში საძოვრების შესაძლო გასხვისებას აპროტესტებენ. მოსახლეობამ აქცია გამართა და ეკონომიკის სამინისტროს მოუწოდა, არ მოხდეს იმ ტერიტორიების გასხვისება, რასაც წლების განმავლობაში საქონლის გამოსაკვებად იყენებდნენ.

ადგილობრივების განმარტებით, საუბარია 280 ჰექტარზე, საიდანაც სახელმწიფომ 250 სახნავ-სათესის სტატუსი მიანიჭა. აქედან გამომდინარე, აქციის მონაწილეები ვარაუდობენ, რომ საიჯარო ხელშეკრულებით მისი გასხვისება იგეგმება.

 

დღის ამბები