14 ივნისი 2021,   10:01
ვრცლად
ცესკოს რეორგანიზაცია ნაჩქარევია - ISFED-ის განცხადება

"ცესკოს რეორგანიზაცია ნაჩქარევია - "სამართლიანი არჩევნები" (ISFED) რეორგანიზაციის პროცესის შეჩერებას მოითხოვს.

ISFED-ში აცადებენ, რომ პროცესი სათანადოდ დასაბუთებული არ არის, რასაც მათივე განმარტებით, 5-მარტიდან - 14 მაისის პერიოდში, რეგლამენტში ორჯერ განხორციელებული ცვლილება და ახლად შექმნილი დეპარტამენტების მოკლე ვადაში კვლავ რეფორმირებაც მოწმობს.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, "სამართლიანი არჩევნებში" მიიჩნევენ, რომ აპარატის სტრუქტურული ცვლილებები ამ ეტაპზე მიზანშეწონილი არ არის და ცესკომ რეფორმის დასრულებამდე მიმდინარე სტრუქტურული და საკადრო ცვლილებები უნდა შეაჩეროს, რადგან ეს, ერთის მხრივ, გაუგებარია მიმდინარე რეფორმის ფონზე, მეორე მხრივ კი მოკლებულია ლეგიტიმაციას ცესკოს სრულად დაკომპლექტებამდე.

დღის ამბები