14 ივნისი 2021,   09:08
ვრცლად
"ხულონში შეიზღუდა მობილურ კავშირებზე წვდომა, შესაძლოა დღეს საღამოს ჰამასმა მიაყენოს სარაკეტო დარტყმები ისრაელის ცენტრალურ ქალაქებს" - ისრაელში მცხოვრები ჟურნალისტი

ისრაელში მცხოვრები ქართველი  მიხეილ ხეცოიძე "ღამის კურიერის“ ეთერში ისრაელის ქალაქი ხულონში არსებულ ვითარებაზე საუბრობს.

ქართველი ჟურნალის სწორედ ამ ქალაქში ცხოვრობს. მისი თქმით, შესაბამისი პირები მოსახლეობას აფრთხილებენ, რომ შესაძლოა ღამით ისრაელის ცენტრალურ ქალაქებზე ჰამასმა სარაკეტი იერიში მიიტანოს. 

"იმ ქალაქში, სადაც მე ახლა ვცხოვრობ, არ იგრძნობა არეულობა, დაძაბულობა. რამდენიმე დღის წინ აფეთქდა ავტობუსი, რამაც გამოიწვია ერთგვარი პანიკა. დღეს სულ ბოლო ინფორმაცია რაც მქონდა, შეიზღუდა მობილურ კავშირებზე წვდომა ქალაქში, რამაც მოსახლეობაში პანიკა გამოიწვია იმ მხრივ, ხომ არ ელოდება ისრაელი კიდევ ერთ თავდასხმას ღაზას სექტორიდან.

ეს ინფორმაცია არ დასტურდება და არც უარყოფენ. ერთადერთი, მოსახლეობას მოუწოდებენ, რომ შესაძლოა დღეს საღამოს ჰამასმა მიაყენოს სარაკეტო დარტყმები ისრაელის ცენტრალურ ქალაქებს, მათ შორის იმ ქალაქს, სადაც მე ახლა ვიმყოფები,“ - ამბობს მიხეილ ხეცოიძე. 

დღის ამბები