14 ივნისი 2021,   09:45
ვრცლად
1200-მდე რაკეტის მოგერიება მოუხდა ისრაელს, ერთის მხრივ, ქვეყანა არ იყო ასეთი მასშტაბური შემოტევისთვის მზად - ისრაელში მცხოვრები ქართველი ჟურნალისტი

ისრაელში მცხოვრები ქართველი ჟურნალისტი, მიხეილ ხეცოიძე "ღამის კურიერის“ ეთერში ისრაელში არსებულ ვითარებაზე საუბრობს და ამბობს, რომ  ქვეყანას მხოლოდ ორი დღის განმავლობაში 1200-მდე რაკეტის მოგერიება მოუხდა, რომელიც ჰამასის მიერ იყო გაშვებული.  

"პირველი ორი დღის განმავლობაში, დაახლოებით 1200-მდე რაკეტის მოგერიება მოუხდა ისრაელს. თუმცა, ამის მიუხედავად, არ წყდება სროლები ყოველდღიურად.

ერთის მხრივ, ღაზას სექტორის ოფიციალური წარმომადგენლობა და სხვა არაბული ქვეყნების წარმომადგენლობა ისრაელს მოუწოდებს, რომ როგორღაც მოხდეს კონფლიქტის აღმოფხვრა.

ისრაელი ერთის მხრივ, თანახმა იყო, რომ მშვიდობიანად მოეგვარებინა ეს დაპირისპირება, თუმცა ამ განცხადების პარალელურად, ქვეყნის ცენტრალური ნაწილის მიმართულებით გამოშვებულ იქნა დაახლოებით 130-მდე რაკეტა, რამაც ისრაელის საჰაერო თავდაცვის სისტემა ფაქტობრივად გამოუვალ მდგომარეობაში ჩააგდო. იმიტომ, რომ ერთის მხრივ, ისრაელი არ იყო ასეთი მასშტაბური შემოტევისთვის მზად,“ - ამბობს მიხეილ ხეცოიძე.

 

დღის ამბები