14 ივნისი 2021,   10:41
ვრცლად
"მთავარმა იმამმა გაავრცელა რადიკალური განცხადება და მოუწოდებს თანამოქალაქე არაბებს, ისრაელი აღიქვან, როგორც მტერი სახელმწიფო" - მიხეილ ხეცოიძე

ისრაელში მცხოვრები ქართველი ჟურნალისტი, მიხეილ ხეცოიძე ქვეყანაში არსებულ ვითარებას "ღამის კურიერის“ ეთერში აღწერს.

მისი თქმით, ქვეყნის სამხრეთ რეგიონში, ღაზას სექტორის საზღვართან და მის მიმდებარე ქალაქებსა და სოფლებში ამ წუთებში საომარი სირენის ხმა ისმის. დაძაბულობა არის ქალაქ ლოდში.

მიხეილ ხეცოიძის თქმით, ვითარებას კიდევ უფრო ართულებს ის, რომ ქალაქში არაბ და ებრაელ მოსახლეობას შორის დაპირისპირება იზრდება, რასაც გარკვეულწილად ხელს უწყობს ადგილობრივი იმამის რადიკალური განცხადება. 

"მოგეხსენებათ, ქალაქ ლოდის მოსახლეობის 80%-ზე მეტს არაბები შეადგენენ, რომლებიც რამდენიმე დღის წინ დაუპირისპირდნენ ქალაქის ებრაელ მოსახლეობას.

ამ დროისთვის, საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული. ბოლო რამდენიმე დღეა ქალაქ ლოდში კომენდანტის საათი მოქმედებს, თუმცა ამით კონფლიქტი არ ამოწურულა და დღეს მხოლოდ რამდენიმე საათის წინ ცნობილი გახდა, რომ ქალაქ ლოდში შესასვლელი და გასავლელი ყველა გზა ჩაკეტილია.

მიუხედავად ასეთი მკაცრი ზომებისა, ქალაქ ლოდში კვლავ გრძელდება შიდა დაპირისპირებები და სულ რამდენიმე საათის წინ, ქალაქის მთავარმა იმამმა გაავრცელა საკმაოდ რადიკალური განცხადება და ის მოუწოდებს თავის თანამოქალაქე არაბებს, რომ მათი ისრაელი აღიქვან, როგორც მტერი სახელმწიფო. ეს უფრო ართულებს სიტუაციას,“ - აცხადებს მიხეილ ხეცოიძე.

 

 

დღის ამბები