14 ივნისი 2021,   11:07
ვრცლად
ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობა გარდაბნის მუნიციპალიტეტის საშუალო სკოლაში - დირექტორს მოსწავლე ამხელს

პანდემიის პერიოდში ყელის ტკივილისა და სიცხის გამო გაცდენილი რამდენიმე დღე სკოლის მოსწავლეს ძვირად დაუჯდა. ერთი შეხედვით დაუჯერებელი ამბავი გარდაბნის რაიონის სოფელ კალინინოს საჯარო სკოლაში ხდება.

სასწავლო პროცესის მსვლელობის დროს დირექტორმა 13 წლის ბიჭს ჯერ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, შემდეგ კი მას თანაკლასელების თვალწინ დაუწყო დაცინვა. დამცირებული და ატირებული მოსწავლის დაცვა ბავშვის თანაკლასელებს შიშის გამო გაუჭირდათ.

ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა მოსწავლეს შეურაცხყოფა დირექტორმა მიაყენა. 13 წლის მოზარდის თქმით, როგორც ფიზიკურ, ისე ფსიქოლოგიურ ძალადობას სკოლაში სისტემური ხასიათი აქვს. ამბობს, რომ ხელმძღვანელის მსხვერპლი მასთან ერთად სკოლის არაერთი არასრულწლოვანი გამხდარა. აქშინ ჯაფაროვს ძალადობის ბოლო ფაქტის შემდეგ სკოლაში წასასვლელი ძალის მოსაკრებად ორი კვირა დასჭირდა.

სოფელ კალინინოს სკოლაში არსებულ მძიმე მდგომარეობაზე საჯაროდ საუბარი უჭირთ როგორც პედაგოგებს, ისე მოსწავლეებს. "კურიერმა"  სკოლის პედაგოგი ჩაწერა, რომელიც არანაკლებ მძიმე ფაქტებს იხსენებს. როგორც ირკვევა, უკვე წლებია, სკოლის დირექტორი ფსიქოლოგიურად არა მხოლოდ მოსწავლეებზე, არამედ მასწვალებლებზეც ძალადობს.

ზამილა მამედოვა პედაგოგისა და მოსწავლის ბრალდებებს უარყოფს. ქალს, რომელიც 30 წელია სკოლის დირექტორია, "კურიერთან" სატელეფონო საუბრისას მსგავსი ფაქტების გახსენება უჭირს.

13 წლის მოზარდის ოჯახს ჰყავს ადვოკატიც, რომელმაც სკოლაში არსებულ მძიმე სიტუაციასთან დაკავშირებით განათლების სამინისტრო საქმის კურსში უკვე ჩააყენა. 

ამავე თემაზე
დღის ამბები