19 ივნისი 2021,   18:31
ვრცლად
ისეთებიც გამოჩდნენ, რომლებმაც "ოცნების" რეიტინგის დაწევა იმ პრიმიტიული დეზინფორმაციით გადაწყვიტეს, თითქოს ისინი არიან ივანიშვილის ახალი პროექტი - მამუკა მდინარაძე

"ისეთებიც გამოჩდნენ, რომლებმაც "ქართული ოცნების“ რეიტინგის დაწევა იმ პრიმიტიული დეზინფორმაციით გადაწყვიტეს, თითქოს ისინი არიან ბიძინა ივანიშვილის ახალი პროექტი, "ქართული ოცნების" განაყოფს წარმოადგენენ და ა.შ." - განაცხადა "ქართული ოცნების აღმასრულებელმა მდივანმა, ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ პარლამენტის სხდომაზე.

მისი თქმით, ქართველი ხალხი იმაზე ბრძენია, ვიდრე ბევრს წარმოუდგენია, ისინი ეყრდნობიან ფაქტებს და არა ხელოვნურად შექმნილ აღქმებს.

"ხომ არ ჯობია, ბოლოს და ბოლოს ფაქტები და არა როგორც მავანნი საუბრობენ, ტყუილზე დამყარებული აღქმები გახდეს ბრძოლის ლეგიტიმური და სამართლიანი იარაღი.
რა თქმა უნდა, ხელისუფლებას აქვს შეცდომები და ხარვეზები და წარმოუდგენელია, ვინმე ფიქრობდეს, თითქოს ამ ქვეყანაში ყველაფერი კარგად არის, წარმოუდგენელია ყველა გადაწყვეტილება იყოს სწორი. მოდი ვილაპარაკოთ ამაზე.

დეზინფორმაციაზე აპელირება და მოგონილ ამბებზე პროტესტი რეალური პრობლემების გადაჭრას ვერ უზრუნველყოფს. ძალიან სამწუხარო იყო ისიც, რომ დეზინფორმაცია და საბოტაჟი იყო ყველაზე მწვავე პერიოდში განსაკუთრებით რადიკალური ოპოზიციის ბრძოლის მთავარი იარაღი, რამაც ეს ქვეყანა საგრძნობლად დააზიანა.

მთავარი ავიწყდებათ ჩემი აზრით, ქართველი ხალხი არის იმაზე ბრძენი, ვიდრე ბევრს წარმოუდგენია, საერთო ჯამში ისინი ეყრდნობიან ფაქტებს და არა ხელოვნურად შექმნილ აღქმებს. ისინი აფასებენ და მიყვებიან რეალურ მიზანს და არა ქარის წისქვილებთან ბრძოლას, ისინი ხედავენ, სად არის სიმართლე. ამიტომ, არათუ შარლ მიშელის შეთანხმებაში ჩვენივე ინიციატივით ნახსენებ 43%-ს, არამედ ჩვენ დარწმუნებული ვართ მივიღებთ მხარდაჭერას, რომელიც ჩვენზე გაცილებით კარგად შეაფასებს იმას, რაც ბოლო პერიოდში ხდება ჩვენს ქვეყანაში," - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

დღის ამბები