19 ივნისი 2021,   19:40
ვრცლად
ნიკა მელიას სასამართლო პროცესი დასრულდა - შემდეგი სხდომა 21 მაისს გაიმართება

დღეს ნიკა მელიას სასამართლო პროცესი გაიმართა.  დაცვის მხარემ შესავალი სიტყვა წარმოთქვა და დააყენა შუამდგომლობა, მოსამართლეს მოეხდინა პოლიტიკოსების მიერ გაკეთებულ განცხადებებზე რეაგირება, რომელიც ადვოკატების თქმით, უდანაშაულობის პრეზუმციას არღვევს. შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდა. შემდეგი სხდომა 21 მაისს გაიმართება, პროცესი ბრალდების მხარის მოწმეების გამოკითხვით განახლდება.

"ბრალდება სრულიად აბსურდულია, ნიკა მელიას მხრიდან არავითარ გადატრიალებას არ ჰქონია ადგილი. მტკიცებულებები კი სრულიად უსუსურია,"- აცხადებს ნიკა მელიას ადვოკატი გიორგი კონდახიშვილი 

პროკურორი ამირან გულუაშვილის განცხადებით კი, სასამართლო პროცესზე დაცვის მხარემ წარმოადგინა კონკრეტული პოლიტიკოსების განცხადება, რომელიც ამნისტიის კანონპროექტის განხილვასთან დაკავშირებულ პოლიტიკურ მოსაზრებებს ეხებოდა.

"განსახილველი საქმე ეხება ნიკა მელიას სისხლის სამართლის საქმეს და მტკიცებულებები, რომელიც მხარეთა მიმართ უნდა იყოს წაროდგენილი უნდა ეხებოდეს სისხლის სამართლისათვის მნიშვნელოვან გარემოებებს,"- აცხადებს ამირან გულუაშვილი.

ნიკა მელია თავად დღევანდელ პროცესს არ დასწრებია, მან საპატიმრო ევროკავშირის მხრიდან გირაოს გადახდის საფუძველზე რამდენიმე დღის წინ დატოვა

 

 

დღის ამბები