19 ივნისი 2021,   19:23
ვრცლად
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე Sinopharm-ის ვაქცინით აიცრა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ჩინური წარმოების ვაქცინით, "სინოფარმით" აიცრა. თორნიკე რიჟვაძემ ვაქცინა ბათუმის საზღვაო ჰოსპიტალში გაიკეთა.

მისი განცხადებით, ვაქცინა პანდემიის დასამარცხებლად და ქვეყანაში ეკონომიკური მდგომარეობის გამოსასწორებლად ერთადერთი გამოსავალია.

რეგიონის მთავრობის თავმჯდომარემ  მოქალაქეებს ვაქცინაციისკენ მოუწოდა.

დღის ამბები