19 ივნისი 2021,   18:28
ვრცლად
ისრაელი ღაზის საზღვართან სამხედრო კონტიგენტს აძლიერებს - მიღებულია ბრძანება მოვლენათა ნებისმიერი განვითარების მზადყოფნისთვის

ისრაელი ღაზის საზღვართან სამხედრო დანაყოფს აძლიერებს და დამატებით კონტიგენტს აგზავნის. ინფორმაციას BBC სამხედრო ძალებზე დაყრდნობით ავრცელებს. 

ისრაელის შეიარაღებული ძალების წარმომადგენლის განცხადებით, სამხედროები უკვე საზღვრისკენ დაიძრნენ. "ეს მოსამზადებელი ნაბიჯია," - აცხადებს ის.

სამხედრო ძალების წარმომადგენლის კოლ კონრიკუსის თქმითვე, მობილიზებულია 3 000-მდე რეზერვისტი და სამხედრო ჩინოვნიკი, საზღვარზე კი მიიღეს ბრძანება "ნებისმიერი მოვლენათა განვითარებისა და ესკალაციის მზადყოფნისათვის." 

დღის ამბები