05 აგვისტო 2021,   20:53
ვრცლად
პარლამენტში დღეს თავდაცვის მინისტრს ელოდებიან

პარლამენტში დღეს თავდაცვის მინისტრს ელოდებიან. ჯუანშერ ბურჭულაძე კანონმდებლების წინაშე მინისტრის საათის ფორმატში წარსდგება.

თავდაცვის უწყების ხელმძღვანელი დეპუტატებს განხორციელებულ რეფორმებსა და სამომავლო გეგმებზე ანგარიშს ჩააბარებს. მოსმენას დაესწრებიან ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებიც.

სხვა არაერთ საკითხთან ერთად, ისინი ყურადღების გამახვილებას აპირებენ აუდიტის იმ დასკვნაზე, რომელიც უწყებაში ასობით მილიონ დანაკარგს ეხება.

"მოვისმენთ ინფორმაციას თავდაცვის უწყებაში მიმდინარე და დაგეგმილი ნაბიჯების შესახებ. ეს იქნება ძალიან საინტერესო მოსმენა. თავდაცვის უწყება ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული უწყებაა ჩვენს ქვეყანაში. შთამბეჭდავია ის ნაბიჯები, რომელიც გადაიდგა შეიარაღებისა და აღჭურვილობის მოდერნიზაციის თვალსაზრისით," - აცხადებს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ბერაია. 

დღის ამბები