19 ივნისი 2021,   18:50
ვრცლად
საქართველოს 10 მოქალაქე ამ წუთებში ისრაელის ბრძოლის წინა ხაზზე დგას - ლაშა ჟვანია ქართველ ექიმების გმირობაზე

ისრაელში საქართველოს ელჩი ლაშა ჟვანია ამბობს, რომ ისრაელის ტერიტორიაზე მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების ზუსტი რიცხვი დადგენილი არ არის. მისი თქმით, ბევრი მათგანი საკონსულო აღრიცხვაზე დადგომას თავს არიდებს, შესაბამისად, მათი რიცხი დაუზუსტებელია. თუმცა, ელჩი ამბობს, რომ ქვეყანაში ოფიციალურად რეგისტრირებული ქართველების რიცხვი 15-დან 17 ათასამდე მერყეობს.  

"15-დან 17 ათასამდე მაინც არის საქართველოს მოქალაქე. მე ვგულისხმობ მათ, ვისაც ორმაგი მოქალაქეობა აქვს და ასევე მათ, ვისაც არ აქვს ორმაგი მოქალაქეობა. ისრაელში იმყოფებიან კანონიერად სამსახურის მხრივ ან არალეგალურად და ისინი ცხოვრებენ აქ წლების განმავლობაში. თუმცა სამსახური ვახსენე და აქვე მინდა გითხრათ რამდენიმე ადამიანზე. 10 ჩვენი მოქალაქე, დღეს ამ წუთებში ისრაელის ბრძოლის წინა ხაზზე დგას. ეს არის ბარზილაის საავადმყოფოში ქალაქ აშქემონში და მის შესახებ იცით, რომ იბომბება სამი დღის განმავლობაში განუწყვეტლივ. პრაქტიკულად, სირენები არ წყდება. ამ ქალაქში არის საავადმყოფო, რომელიც დღეს ცეცხლის წინა ხაზზეა. 10 ანესთეზიოლოგი საქართველოდან დღეს მუშაობს იმისათვის, რომ პრაქტიკულად მომაკვდავი ებრაული მოსახლეობა, რომელიც შეჰყავთ ძალიან მძიმე დაზიანებებით ამ საავადმყოფოში, ისინი გადაარჩინონ. მინდა მადლობა ვუთხრა მათ. დღეს ვესაუბრე 5 მათგანს, ორი მორიგეობდა, ორს მორიგეობა დაეწყება კიდევ ღამე და ესე ცვლიან სმენებში ერთმანეთს," - განაცხადა ლაშა ჟვანიამ. 

დღის ამბები