19 ივნისი 2021,   19:46
ვრცლად
ტანსაცმლით გვძინავს, სიტუაცია უკიდურესად დაძაბულია, ადამიანებს შორის ქაოსი და დაპირისპირებაა - ისრაელში მცხოვრები ქართველი 

ისრაელში მცხოვრები ქართველი, ნატალია იაკობაშვილი იმ ვითარებას აღწერს, რაც ამ დროისთვის ქვეყანის მასშტაბით, სხვადასხვა ქალაქში ხდება.

ნატალია იაკობაშვილი თელავივთან ახლოს მდებარე ქალაქ ბათიამში ცხოვრობს. მისი თქმით, სანაპიროს ტერიტორიაზე, ამ წუთებში, ვითარება უკიდურესად დაძაბულია, ადამიანები ერთმანეთს ფიზიკურად უპირისპირდებიან.  

"სიტუაცია არის უკიდურესად დაძაბული, ვინაიდან არის ქაოსი ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე, დაპირისპირებაა ადამიანებს შორის. ცოტა რთული გასარკვევია, ვის შორის ხდება დაპირისპირება. მოსახლეობა სახლის დატოვებისგან თავს იკავებს და ვიცავთ უსაფრთხოების ზომებს.

ვნახეთ რაკეტები, რომელიც ნეიტრალდებოდა ჰაერში, არ იყო ეს მარტივი სანახავი, ტრასაზე მწოლიარე ადამიანები, ბავშვები, დიდები. საკმაოდ რთულია მდგომარეობა უნდა დავრჩეთ სახლებში და დავემორჩილოთ უსაფრთხოების ნორმებს, ყველას ტანსაცმლით გვძინავს," - ამბობს ნატალია იაკობაშვილი. 

დღის ამბები