19 ივნისი 2021,   20:21
ვრცლად
ქალაქ შდეროთზე "ჰამასმა" სარაკეტო დარტყმის შედეგად 6 წლის ბავშვი მძიმედ დაშავდა, დაჭრილია მოზარდის დედაც

"ჰამასმა" ისრაელის ქალაქ შდეროთზე სარაკეტო დარტყმა განახორციელა. სარაკეტო შეტევისას ცეცხლში ერთ-ერთი საცხოვრებელ სახლი მოყვა, რის შედეგადაც 6 წლის მოზარდი მძიმედ დაშავდა. სარაკეტო დარტყმის შედეგად მძიმედ არის დაჭრილი ბავშვის დედა, ასევე მომხდარის გამო დაშავებულია კიდევ 5 ადამიანი.  

შეგახსენებთ, რომ ისარელში მილიონობით მოქალაქე თავშესაფრებს აფარებს თავს. ისრაელის თავდაცვის ძალების ინფორმაციით, რადიკალურმა დაჯგუფება "ჰამასმა" ისრაელში სამიზნე არეალი გააფართოვა.  

დღის ამბები