15 ივნისი 2021,   04:03
ვრცლად
"შეწყვიტეთ ცეცხლი! ომის საფასური უდიდესია და ამას ჩვეულებრივი ხალხი იხდის" - გაეროს სპეციალური კოორდინატორი ახლო აღმოსავლეთში

პალესტინასა და ისრაელს შორის უკიდურესად დაძაბულ ვითარებას გაეროს სპეციალური კოორდინატორი ახლო აღმოსავლეთის სამშვიდობო პროცესში, ნორვეგიელი დიპლომატი ტოპ ვენესლანდი ეხმაურება და ორივე მხარეს მოუწოდებს, რომ დაუყოვნებლივ შეწყვიტონ ცეცხლი, წინააღმდეგ შემთხვევაში, მისი თქმით, სრულმასშტაბიანი ომის საფრთხე დგება:

"დაუყოვნებლივ შეწყვიტეთ ცეცხლი. ჩვენ ვუახლოვდებით სრულმასშტაბიან ომს.  ყველა მხარის ლიდერებმა დეესკალაციაზე პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე უნდა აიღონ. ღაზაში ომის საფასური უდიდესია და ამას ჩვეულებრივი ხალხი იხდის. გაერო ყველა მხრივ მუშაობს მშვიდობის აღსადგენად. შეაჩერეთ ძალადობა ახლავე,"- წერს ტოპ ვენესლანდი.

ამავე თემაზე
დღის ამბები