15 ივნისი 2021,   05:21
ვრცლად
ირაკლი ღარიბაშვილი სომხეთში დღეს ოფიციალურ ვიზიტს იწყებს

ბაქოს შემდეგ ერევანი - საქართველოს პრემიერ-მინისტრი სომხეთში დღეს ოფიციალური ვიზიტს იწყებს. სომხეთის მთავრობის რეზიდენციაში დახვედრის ცერემონია გაიმართება. ირაკლი ღარიბაშვილს ქვეყნის მოქმედი პრემიერი ნიკოლ ფაშინიანი პირისპირ შეხვედრაზე უმასპინძლებს.

დაგეგმილია გაფართოებული ფორმატის მოლაპარაკებებიც, რის შემდეგაც მედიისთვის გაიმართება ერთობლივი ბრიფინგი.

ქართული დელეგაციის შემადგენლობაშია ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრიც.

დღის ამბები