13 ივნისი 2021,   03:38
ვრცლად
სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის უფროსი სამსახურიდან გაათავისუფლეს - ლაშა გვასალია მიზეზად გიორგი გახარიასთან მეგობრობას ასახელებს

სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის უფროსი ლაშა გვასალია სამსახურიდან გაათავისუფლეს. ამის შესახებ მან ჟურნალისტებს განუცხადა და განმარტა, რომ მიზეზად მხარის გუბერნატორმა გიორგი გახარიასთან მეგობრობა და მასთან თანამშრომლობა დაუსახელა. ლაშა გვასალია გადაწყვეტილების გასაჩივრებას აპირებს.

თავის მხრივ, სამხარეო ადმინისტრაციაში განმარტავენ, რომ გვასალია დაკავებული თანამდებობიდან სახელმწიფო რწმუნებულის განკარგულების საფუძველზე სამსახურებრივ მოვალეობათა არაჯეროვანი შესრულებისთვის გათავისუფლდა.

დღის ამბები