15 ივნისი 2021,   04:34
ვრცლად
ხმის მიცემის ახალი წესი ელექტრონული ანაბეჭდებით, ოქმების ახლებური გადათვლა, საარჩევნო უბნებთან რადიუსის გაზრდა - პარტიები საარჩევნო რეფორმაზე მსჯელობენ

პარლამენტში შექმნილი საარჩევნო რეფორმაზე მომუშავე ჯგუფი გაფართოვდა. მას დღეიდან შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელმომწერი სხვა პოლიტიკოსებიც შეურთდნენ.

ოპოზიციის, მმართველი გუნდისა და მესამე სექტორის წარმომადგენლები საარჩევნო საკითხებზე სასაუბროდ ამჯერად კაჭრეთში შეიკრიბნენ, სადაც ჯგუფის ახალი წევრები კონკრეტული ინიციატივებით ჩავიდნენ და კონკრეტულ საკითხზე პოზიციებიც შეაჯერეს.

ხმის მიცემის ახალი წესი ელექტრონული ანაბეჭდებით, დაუბალანსებელი ოქმების ახლებური გადათვლა, საარჩევნო უბნებთან რადიუსის გაზრდა, ცესკოს თავმჯომარისა და კომისიების დაკომპლექტების წესის ცვლილება - ეს საკითხები პარლამენტში ინიცირებულ პროექტში უკვე ასახულია.

სამუშაო ჯფუფის თანათავმჯდომარეები აცხადებენ, რომ კანონპროექტის დამტკიცებამდე იმ რეკომენდაციებსაც გაითვალსიწინებენ, რომლებიც ოდირისა და ვენეციის კომისიისგან მიიღეს. ასევე იმედოვნებენ, რომ ცვლილებების ძალაში შესვლის შემდეგ საარჩევნო გარემო კიდევ უფრო სამართლიანი გახდება, არჩევნები კი ქვეყანაში ვეღარ გაყალბდება. 

დღის ამბები