15 ივნისი 2021,   05:10
ვრცლად
"დავინახე ქალი, რომელიც ცხედრებში საკუთარ შვილს ეძებდა" - ქაბულში აფეთქების შედეგად გარდაცვლილ ბავშვებს კრძალავენ

ქაბულში სკოლასთან ახლოს მოკლული მოსწავლეების ნაწილი დაკრძალეს, ნაწილს კი ოჯახის წევრები ისევ ეძებენ.  

BBC-ს ინფორმაციით, დღეს მომხდარი აფეთქების შედეგად 60 ადამიანზე მეტი გარდაიცვალა, მათი უმეტესობა გოგოა. აფეთქება მაშინ მოხდა, როდესაც ბავშვები სკოლას ტოვებდნენ. 

თავდასხმაზე პასუხისმგებლობა არავის აუღია. ავღანეთის მთავრობა თალიბანს ადანაშაულებს, თუმცა დაჯგუფებამ აფეთქებასთან ყოველგვარი კავშირი უარყო. 

გარდაცვლილების ზუსტი რიცხვი უცნობია. მას შემდეგ, რაც აშშ-მა ავღანეთიდან ჯარების გამოყვანის გადაწყვეტილება მიიღო, ქვეყანაში ძალადობამ იმატა. 

რა მოხდა დღეს ქაბულში

როგორც ირკვევა, ტერიტორიაზე სულ სამი ასაფეთქებელი მოწყობილობა იყო დამონტჟებული, ერთ-ერთი მათგანი - მანქანაში.  გოგონა, ზაჰრა, რომელმაც გადარჩენა მოახერხა ამბობს, რომ აფეთქება მაშინ მოხდა, როდესაც სკოლას ტოვებდნენ.

"ჩემი კლასელი გარდაიცვალა... რამდენიმე წუთის შემდეგ კიდევ ერთი აფეთქება მოხდა, შემდეგ კიდევ ერთი... ყველა კიოდა და ყველგან სისხლი იყო," - იხსენებს გოგო. 

რამდენიმე თვითმხილველი ამბობს, რომ სამჯერ გაიგონეს აფეთქების ხმა, ერთ-ერთი მათგანი, რეზა კი ჰყვება, რომ ხედავდა უამრავ მიცვალებულს მტვერსა და ბოლში. 

"დავინახე ქალი, რომელიც ცხედრებში საკუთარ შვილს ეძებდა. მოგვიანებით ბავშვის სისხლიანი ჩანთა იპოვა, გონება დაკარგა და მიწაზე დაეცა," - ამბობს რეზა. 

თავდასხმის შედეგად 150-ზე მეტი ადამიანი დაშავდა.

დღის ამბები