15 ივნისი 2021,   03:45
ვრცლად
ბავშვმა მშობლების გაფრთხილების გარეშე 2600 დოლარის შაქარყინული იყიდა

ნიუ-იორკში მცხოვრებმა 4 წლის ნოამ ამაზონზე 918 ცალი სპანჯბობის ფორმის შაქარყინული შეიძინა, რომლის ღირებულებამ 2600 დოლარი შეადგინა. მისმა მშობლებმა შენაძენის შესახებ არაფერი იცოდნენ. 

თავდაპირველად, ამაზონმა შაქარყინულების უკან დაბრუნებაზე უარი განაცხადა, თუმცა, საბოლოოდ, გამოსავალი მოიძებნა  - ნოას შენაძენის გადასაფარად შემოწირულობები ამერიკის შეერთებული შტატების მასშტაბით შეგროვდა. შეგროვებულმა თანხამ 14 ათასი დოლარი შეადგინა.

ნოას მშობლები ამბობენ, რომ სპანჯბობიანი შაქარყინულების ღირებულების გადახდის შემდეგ, დარჩენილ თანხას ნოას თერაპიას მოახმარენ, რადგან მას აუტისტური სპექტრის აშლილობა აქვს. 

დღის ამბები