13 ივნისი 2021,   03:27
ვრცლად
კაშხლის მშენებლობა არ მიმდინარეობს, პროტესტისთვის გამოყენებულია პროვოკაციული ქმედებები - ნამახვანჰესის პროექტის დირექტორი

ნამახვანჰესის პროექტის დირექტორი მერაბ ლომინაძე, ჰესის მოწინააღმდეგეების დღევანდელ პროტესტს ეხმაურება. დღეს აქტივისტები ჰესის მშენებლობის ადგილზე მივიდნენ და კაშხლის მოსამზადებელი სამუშაოები გააპროტესტეს. 

თუმცა, ნამახვანჰესის პროექტის დირექტორი აცხადებს, რომ ადგილზე კაშხლის მშენებლობა არ მიმდინარეობს და ადგილზე გამართული დღევანდელი პროტესტი პროვოკაციულ ქმედებებს ემხასურებოდა

"სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ კაშხლის მშენებლობა არ მიმდინარეობს...

ძალიან სამწუხაროა, რომ საპროტესტო მობილიზაციისთვის გამოყენებულია გარკვეული პროვოკაციული ქმედებები. ამის თქმის საფუძველს მაძლევს ის ფაქტი, რომ აქციის მონაწილეებს წინასწარ არც კი უკითხავთ, მიმდინარე სამუშაოების შესახებ. კომპანიის თანამშრომლები 24 საათიან რეჟიმში არიან ადგილზე, იმისათვის რომ ყველა დაინტერესებულ პირს მიაწოდონ ინფორმაცია მიმდინარე სამუშაოების შესახებ.  

ჩვენ გვაქვს კომუნიკაცია ზედამხედველობის და გარემოს დაცვის ინსპექციის წარომადგენლებთან, მუდმივ რეჟიმში და ამ შემთხვევაში, როგორც სხვა ყველა შემთხვევაში ისინი განახორციელებენ სრულ მონიტორინგს უახლოეს მომავალში. ამის შესახებ ამომწურავ ინფორმაციას მივაწვდით საზოგადოებას," - აცხადებს მერაბ ლომინაძე ნამახვანჰესის პროექტის დირექტორი.

დღის ამბები