13 ივნისი 2021,   04:25
ვრცლად
"არ შეიძლება ადამიანი მეცნიერებასა და პროგრესს ებრძოდეს" - COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინით კიდევ ერთი მღვდელი აიცრა

COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინით კიდევ ერთი სასულიერო პირი აიცრა. ამჯერად ვაცინაციის ამსახველი ფოტო სოციალურ ქსელში მღვდელმა მირან მესხაძემ  გაავრცელა, რომელიც ჭყონდიდის ეპარქიის სასულიერო პირია.

"ნოემბერში ვირუსის მძვინვარების დროს, როდესაც COVID-19 დამიდგინდა, ძალიან ვინერვიულე იმაზე რომ რისკჯგუფში მყოფ ოჯახის წევრსაც ხომ არ გადავდე ავადმყოფობა.

ასეთი რისკების, რომ არ გავხდეთ ინფიცირების წყარო და შევინარჩუნოთ ჩვენც ჯანმრთელობა, გამოსავალია - ვაქცინაცია.

არ შეიძლება მეცნიერებასა და პროგრესს ებრძოდეს ადამიანი ობსკურანტული, ბნელი, ორღობის ჭორებით," - წერს მირიან მესხაძე ფეისბუკზე.

დღის ამბები