13 ივნისი 2021,   03:49
ვრცლად
ნინოწმინდის პანსიონატში ჩაკეტილი 57 ბავშვი - სივრცის "გარღვევას" და ბავშვთა უფლებების შემოწმებას მთავრობას გაეროც მოუწოდებს  

​საპატრიარქოს დაქვემდებარებაში მყოფი ნინოწმინდის არასრულწლოვანთა პანსიონატი კვლავ დახურულ სივრცედ რჩება, მიუხედავად იმისა, რომ ბავშვთა უფლებების დარღვევაზე კონკრეტული მტკიცებულებები არსებობს. "კურიერმა" ამ თემაზე, გასულ დღეებში არაერთი რეპორტაჟი მოამზადა, მაგრამ შედეგი ამ დრომდე არ არის.

მას შემდეგ, რაც, დაწესებულებაში არც სახალხო დამცველი და არც სოციალური მუშაკი შეუშვეს, არასამთავრობო სექტორმა დახმარებისთვის გაეროს მიმართა და პასუხმაც არ დააყოვნა.

ორგანიზაცია ხელისუფლებას მოუწოდებს უზრუნველყოს მონიტორინგის შესაძლებლობა.

ორგანიზაციამ რეკომენდაცია წერილობით გასცა, მიზეზი ბავშვთა მიმართ გამოუსწორებელი ზიანის მიყენების რისკია. უწყებისთვის ბავშვთა საუკეთესო ინტერესების დასაცავად, მოზარდთა უფლებრივი მდგომარეობის შემოწმება, უალტერნატივო გზაა.

გაეროს მოთხოვნის შესრულებისათვის მზადაა ომბუდსმენის აპარატი. სახალხო დამცველი ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში, სახელმწიფოს მიერ დაშვებისთანავე აპირებს.

პრობლემებს და მმართველობის პროცესში თვითნებობას უარყოფს დაწესებულების ადმინისტრაცია. მათი მტკიცებით, პანსიონატში ბავშვებზე არც ძალადობენ და არც სჯიან.

ნინოწმინდაში მდებარე საპატრიარქოს მზრუნველობა მოკლებულ ბავშვთა პანსიონატში 57 ბენეფიციარი ცხოვრობს.

დღის ამბები