13 ივნისი 2021,   02:46
ვრცლად
Twitter-ის ახალმა ფუნქციამ, რომლის მეშვეობითაც მომხმარებლებს ფულის გადარიცხვა შეეძლებათ, მწვავე კრიტიკა გამოიწვია

სოციალური ქსელი Twitter საკუთარ მომხმარებელს ახალ ფუნქციას - "tip jar" სთავაზობს, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელი იქნება თანხის  სხვა პირისთვის გადარიცხვა.

თუმცა აღნიშნული ფუნქცია, გარკვეული პირადი ინფორმაციის გავრცელების გამო, კრიტიკის საფუძველი გახდა.

"Tip jar" ფუნქციაა, რომლითაც მომხმარებელი პროფილზე ამატებს ერთ პატარა ნიშანს, სადაც ჩამოსაშლელი მენიუს მეშვეობით შესაძლებელია აირჩიო გადახდის პროვაიდერი, როგორიცაა: PayPal, Venmo ან Cash App.

PayPal-ით გადახდისას მიმღები ხედავს, გამგზავნის საფოსტო მისამართს, სწორედ ეს გახდა მომხმარებლის კრიტიკის საფუძველი - პირადი ინფორმაციის საჯაროობა. 

"Tip jar"-ით  მომხმარებლების გაზრდას სოციალური ქსელი ცდილობს, რადგან ბოლო წლების მანძილზე მომხმარებელის რაოდენობა იკლებდა. 

 

დღის ამბები