13 ივნისი 2021,   04:20
ვრცლად
რას ყვება დეკანოზი, რომელსაც ურბნისის ეპარქიაში ფიზიკურად გაუსწორდნენ

დეკანოზი თეიმურაზ თათარაშვილი "კურიერთან" საუბრისას რუის-ურბნისის ეპარქიაში მის მიმართ ფიზიკური ძალადობის ფაქტს ადასტურებს.

სასულიერო პირი ყვება, რომ მას სურამისა და ხაშურის ეპისკოპოსის, მეუფე სვიმეონის მძღოლი ფიზიკურად შეეხო. 

"სტუმრად ვიმყოფებოდი მეუფე იობთან ჩასული, მითხრეს, რომ იქ იმყოფებოდა მეუფე სვიმეონი. მე მასთან შეხვედრა არ მსურდა და ვთქვი - მირჩევნია ქვეწარმავალს შევხვდე ვიდრე მას-თქო. ვაღიარებ, რომ ეს არ უნდა მეთქვა, მაგრამ ადამიანი ხომ შეიძლება ასეთ ხასიათზე იყოს და არ სურდეს ვინმეს ნახვა. მე მეუფესთვის არ მიწოდებია ქვეწარმავალი...

ამას მოჰყვა დაძაბული საუბარი, მეუფე სვიმეონის თანმხლები პირი ფიზიკურად შემეხო," - ამბობს დეკანოზი თეიმურაზ თათარაშვილი. 

მისივე თქმით, ფაქტის შესახებ ისაუბრეს მეუფე იობთან და ამ ეტაპზე კონფლიქტი ამოწურულია.

დღის ამბები