13 ივნისი 2021,   04:36
ვრცლად
Twitter​-მა დონალდ ტრამპის ახალ ვებგვერდთან დაკავშირებული ანგარიშიც დაბლოკა

Twitter​-მა დონალდ ტრამპის ახალ ვებგვერდთან დაკავშირებული ანგარიში დაბლოკა. ამერიკული მედიის ცნობით, ანგარიშის აღწერაში ეწერა, რომ სოციალურ ქსელში შეერთებული შტატების ექსპრეზიდენტის სახელით მისი ახალი საკომუნიკაციო პლატფორმიდან განცხადებები გაზიარდებოდა.

უცნობია ვინ დგას დაბლოკილი ანგარიშის უკან. დონალდ ტრამპის წარმომადგენელი აცხადებს, რომ ანგარიში ექსპრეზიდენტის ან მასთან დაკავშირებული პირების მიერ არ შექმნილა.

თავად ტრამპის პირადი ანგარიში Twitter​-მა ​რამდენიმე თვის წინ კაპიტოლიუმზე თავდამსხმელების მხარდაჭერის გამო სამუდამოდ დაბლოკა.

დღის ამბები