13 ივნისი 2021,   03:29
ვრცლად
​ვოლოდიმირ ზელენსკი შესაძლოა ჯო ბაიდენს შეხვდეს - ვაშინგტონი უკრაინაში სპეციალური წარმომადგენლის დანიშვნას განიხილავს

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი კიევში ვიზიტს პროდუქტიულად აფასებს.  ენტონი ბლინკენმა უკრაინა უკვე დატოვა. მან აშშ-ის სახელით უკრაინას კიდევ ერთხელ გამოუცხადა მხარდაჭერა და განაცხადა, რომ აშშ მტკიცეა რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ.

კონკრეტული თარიღი უცნობია, თუმცა შესაძლოა შეხვედრა გაიმართოს ჯო ბაიდენსა და ვოლოდიმირ ზელენსკის შორის.

გარდა ამისა, ოფიციალური ვაშინგტონი უკრაინაში სპეციალური წარმომადგენლის დანიშვნას განიხილავს.

აღმოსავლეთ უკრაინაში კი კვლავ დაძაბულობაა. უკრაინული მედიის ცნობით, რუსეთის ძალების მიერ დონბასში ცეცხლის გახსნის შედეგად დაიღუპა ერთი უკრაინელი სამხედრო.

დღის ამბები