13 ივნისი 2021,   03:28
ვრცლად
"ქართული ოცნების" შეფასებით, ამნისტიის კანონპროექტის ოპოზიციის ვარიანტი შარლ მიშელის შერიგების დოკუმენტს არ შეესაბამება

ოპოზიციის მიერ დაინიცირებული ამნისტიის კანონპროექტი არ შეესაბამება შარლ მიშელის მიერ წარმოდგენილი შერიგების დოკუმენტს - ასეთია მმართველი გუნდის პოზიცია ერთი კანონის ორ ინტერპრეტაციაზე. უმრავლესობა ოპონენტებს დიალოგისკენ მოუწოდებს და იმედს გამოთქვამს, რომ საკომიტეტო მსჯელობების დროს მხარეები შეთანხმებას შეძლებენ.

უმრავლესობის წევრების თქმით, 20 ივნისის მოვლენებზე ამნისტიის კანონპროექტი შარლ მიშელის მიერ წარმოდგენილ შერიგების დოკუმენტის პრინციპებს უნდა შეესაბამებოდეს, შესაბამისად რადგანაც შეთანხმება ამნისტიასთან დაკავშირებით შეზღუდვებს არ ითვალისწინებს და ინტერპრეტაციის ნაკლებ საშუალებას იძლევა, შეზღუდვები ვერ აისახება ვერც ამნისტიის კანონპროექტში, რასაც ოპოზიცია ითხოვს.

დღის ამბები