13 ივნისი 2021,   03:52
ვრცლად
ვურჩევ დასთანხმდეს ევროკავშირის შუამდგომლობას - ბაჩუკი ქარდავა ნიკა მელიასთან ციხეში შედის

"ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის" თავმჯდომარე ნიკა მელიას შეხვდება. ბაჩუკი ქარდავას განცხადებით, შეხვედრის მიზანი შექმნილი პოლიტიკური ვითარების განხილვაა. ედპ-ს ლიდერის თქმით, "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე მალე უნდა გათავისუფლდეს, რადგან მოახლოებული არჩევნებისთვის საზოგადოებას ის გარეთ სჭირდება.

გარდა ამისა, ქარდავა თვლის, რომ მელია ევროკავშირის მიერ შემოთავაზებულ გირაოს უნდა დასთანხმდეს.

"ნიკა მელია იქიდან მხოლოდ თავაწეული გამოვა, იმიტომ, რომ ის თავაწეული შევიდა ციხეში. ევროკავშირის შუამდგომლობა ამ საკითხში არის ძალიან მნიშვნელოვანი და უპრეცედენტო ფაქტია, მე მგონია, ნიკა ამას უნდა დასთანხმდეს და ჩემი რჩევაც ასეთი იქნება და ალბათ ასეც მოიქცევა, იმიტომ, რომ დღეს ნიკა გარეთ უფრო საჭიროა,"- განაცხადა ბაჩუკი ქარდავამ.

 

დღის ამბები