15 ივნისი 2021,   04:37
ვრცლად
ვრცელდება ინფორმაცია, რომ მიტროპოლიტ იობის რეზიდენციაში სასულიერო პირს სცემეს

"ტაბულას" ინფორმაციით, ურბნელ მიტროპოლიტ იობის რეზიდენციაში სტუმრად მყოფ დეკანოზ თეიმურაზ თათარაშვილს, ამავე ეპარქიაში მყოფი სურამისა და ხაშურის ეპისკოპოსი სვიმონ ცაკაშვილის მძღოლი ფიზიკურად გაუსწორდა. 

გამოცემის წყაროს ცნობით, მამა თეიმურაზისკენ გაიწია ეპისკოპოსმა სვიმონმაც.

დეკანოზი თეიმურაზი "ტაბულასთან" საუბარში არ უარყოფს თავდასხმას და ამბობს, რომ ამ თემაზე არ საუბრობს. 

"სასულიერო პირებს შორის პრობლემა თვითონ ეკლესიაში უნდა გადაწყდეს, თქვენ ჟურნალისტებს ეს არ გეხებათ", - ამბობს დეკანოზი.

დღის ამბები