13 ივნისი 2021,   03:34
ვრცლად
ბლინკენი კიევში, ლავროვი ერევანში - რა ხდება საქართველოს სამეზობლოში

დღეს ამერიკამ და რუსეთმა გეოსტრატეგიულ წერტილებში პირველი დიპლომატები მიავლინეს. ვაშინგტონი კიევს, მოსკოვი კი ერევანს პარტნიორობას ჰპირდება, თუმცა თუ კიევი ამგვარ მეგობრობას მიესალმება, დამწუხრებულია ერევანი - სადაც რუსეთის მიმართ ნდობა მთიანი ყარაბაღის კონფლიქტმა გააქრო.

მიუხედავად ამისა, იქ დღეს დიპლომატიური ტექსტები ისმოდა. მხარდამჭერი გზავნილები ჰქონდა უკრაინაში ჩასულ ამერიკის სახელმწიფო მდივანს, სადაც მისი ჩასვლა უკვე იყო მთავარი გზავნილი. კიევში ბლინკენმა ლონდონიდან ჩაიტანა დიდი შვიდეულის ლიდერების პოზიცია, რომელიც უკრაინას მხარს უჭერენ და სოლიდარობას უცხადებენ ყველა ქვეყანას,რომელიც რუსეთის მავნებლობამ დააზიანა.

საგულისხმოა,რომ ვიდრე უკრაინელები ბლინკენს მასპინძლობდნენ, დონბასში კვლავ სროლა ისმოდა. რუსეთის საოკუპაციო ჯარებს დღეს კიდევ ერთი უკრაინელი სამხედრო ემსხვერპლა.

დღის ამბები