13 ივნისი 2021,   02:59
ვრცლად
“მუქარა და შეურაცხყოფა“ - ხატია სიჭინავამ პოლიციას მიმართა

ყოფილმა ტელეწამყვანმა, ხატია სიჭინავამ პოლიციას მიმართა. საქმე ეხება სოციალურ ქსელში მისი სახელით შექმნილ ყალბ ექაუნთს, სადაც სიჭინავას და მისი ოჯახის მიმართ შეურაცხმყოფელი და მუქარის შემცველი კომენტარებია განთავსებული. 

“ორი დღის წინ გააკეთეს ფეიქგვერდი, სადაც განთავსდა ჩემი, ჩემი შვილების და მეუღლის ფოტოები შეურაცხმყოფელი წარწერებით. იყო მუქარის შემცველი ტექსტებიც. ეს ყველაფერი გადავეცი შსს-ს კიბერუსაფრთხოების სამსახურს და დაწყებულია გამოძიება“, - ამბობს ხატია სიჭინავა.

დღის ამბები