10 მაისი 2021,   23:41
ვრცლად
1000-მდე აცრილი მოქალაქე და არცერთი გვერდითი მოვლენა - საქართველოში ჩინური "სინოფარმით" იმუნიზაცია დაიწყო

ჩინური ვაქცინა "სინოფარმი" საქართველოში საკმაოდ პოპულარული გახდა. მსოფლიო ჯანდაცვის ექსპერტების რეკომენდაციებამდეც კი, სულ უფრო მეტი მოქალაქე დგება აცრის რიგში, სავარაუდოდ, მათი რიცხვი კიდევ უფრო გაიზრდება.

დღეს მაგალითი, მათ შორის, საკუთარ კოლეგებს მისცა ამირან გამყრელიძემ, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი "სინოფარმით" აცრილი საქართველოს პირველი მოქალაქეა. 

1000-მდე აცრილი მოქალაქე და არცერთი გვერდითი მოვლენა - საქართველოში ჩინური "სინოფარმით" იმუნიზაცია დაიწყო. მსურველი ბევრია, ძირითადად - ახალგაზრდები. ვაქცინაციის შემდეგ მოქალაქეები "კურიერს" უყვებიან, რომ რეგისტრაციაც და აცრის პროცესიც მარტივად გაიარეს და ახლა იმუნიზაციისკენ ყველა მოქალაქეს მოუწოდებენ.

"სინოფარმით" ვაქცინაცია დღეს თბილისის გარდა საქართველოს სხვადასხვა ქალაქშიც დაიწყო. აღმოჩნდა, რომ მოსახლეობის აქტივობა არც რეგიონებშია დაბალი. დედაქალაქის მსგავსად, გვერდითი მოვლენა არცერთ მოქალაქეს აცრის შემდეგ არ გამოუვლინდა არც რეგიონებში.

სპეციალისტები ამბობენ, რომ 300 აცრილი ადამიანი ერთ გადარჩენილ სიცოცხლეს ნიშნავს. შესაბამისად, საზოგადოებას ყველა ვაქცინაციისკენ მოუწოდებს. ამ დროისთვის ჩინურ "სინოფარმზე" უკვე 17 613 მოქალაქეა რეგისტრირებული.

დღის ამბები