10 მაისი 2021,   23:28
ვრცლად
თბილისში 32 წლის პოეტი დაჭრეს - მომხდარს წინ დაპირისპირება უძღოდა

თბილისში, ვაჟა-ფშაველას მეექვსე კვარტალში 32 წლის პოეტი, მიშო დადიანი დაჭრეს. შემთხვევა გუშინ ღამით მოხდა.

"კურიერის" ინფორმაციით, მიშო დადიანს რამდენიმე დაზიანება ცივი იარაღით მიაყენეს. ფაქტს წინ დაპირისპირება უძღოდა ახალგაზრდის საცხოვრებელ სახლთან ახლოს, თუმცა, რა გახდა მომხდარის მიზეზი, უცნობია.

შემთხვევის შემდეგ მისი მეგობრები პოლიციის განყოფილებაში გამოკითხვაზე დაიბარეს, მაგრამ, ამ დროისთვის, დაკავებული არავინ არის.

გამოძიება ჯანრთელობის დაზიანების მუხლით მიმდინარეობს. დაშავებულს გადაუდებელი ოპერაცია უკვე ჩაუტარდა. დადიანი, ამ დრომდე, საავადმყოფოში რჩება. მისი ჯანრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

დღის ამბები