23 ივნისი 2021,   15:53
ვრცლად
ჩინური ვაქცინებით გვერდითი მოვლენების რისკები დაბალია - ბიძინა კულუმბეგოვი

ალერგოლოგ-იმუნოლოგის, ბიძინა კულუმბეგოვის განცხადებით, ჩინურ ვაქცინებს დაბალი რეაქტოგენობა ახასიათებთ, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ ტიპის ვაქცინების შემთხვევაში, გვერდითი მოვლენების რისკები დაბალია. 

როგორც კულუმბეგოვი განმარტავს, ამავე ტექნოლოგიითაა დამზადებული, მაგალითად, ცოფის ვაქცინა, რომელსაც ჩვენს ქვეყანაში, ყოველწლიურად დაახლოებით, 50 ათასამდე ადამიანი იკეთებს. 

"დღეს "სინოფარმის" ვაქცინა გამოიყენება, დაახლოებით, 35 ქვეყანაში და 26 მარტის მონაცემებით, ადმინისტრირებული არის ვაქცინის 80 მილიონი დოზა. ეს ვაქცინები არის სრულიად ტრადიციული მეთოდით დამზადებული, ეს იმას ნიშნავს, რომ მათი ტექნოლოგიის ანალოგი არის, მაგალითად, ცოფის ვაქცინა რომელიც ჩვენს ქვეყანაში ბოლო რამდენიმე წელია არის ჩინური წარმოების; ყოველწლიურად 40 დან 50 ათასამდე საქართველოს მოქალაქე იკეთებს ამ ვაქცინას.

​ტექნოლოგიის ამ ტიპიდან გამომდინარე, გვაქვს ინფორმაცია, რომ მსგავსი ტიპის ვაქცინები, მისი უსაფრთხოების თვალსაზრისით, რაღაც სიურპრიზებს არ გვიმზადებს. ამ ვაქცინებს აქვს დაბალი რეაქტოგენობა, რაც იმას ნიშნავს, რომ ძალიან დაბალია პროცენტი იმ ადამიანების, რომელიც ვაქცინის გაკეთების შემდეგ აღმოაჩენენ კუნთების სისუსტეს, ტემპერატურას, ტავის ტკივილს და ა.შ.

უბრალოდ, აქ ერთი მნიშვნელოვანი ნიუანსია - ჯერჯერობით, არ გვაქვს არსად გამოქვეყნებული მესამე ფაზის კვლევა არცერთ ჩინურ ვაქცინაზე,"-განაცხადა ბიძინა კულუმბეგოვმა

დღის ამბები