23 ივნისი 2021,   16:54
ვრცლად
"ლელო საქართველოსთვის" თბილისის მერის არჩევნებზე საკუთარი კანდიდატი ეყოლება - მამუკა ხაზარაძე

პარტიას "ლელო საქართველოსთვის" თბილისის მერის არჩევნებზე საკუთარი კანდიდატი ეყოლება. ამის შესახებ მამუკა ხაზარაძემ "ღამის კურიერის" ეთერში განაცხადა.

"ლელო საქართველოსთვის" თავმჯდომარე ამბობს, რომ მისი კანდიდატურა ამ ეტაპზე არ განხილულა. გარდა ამისა, მამუკა ხაზარაძის თქმით, ის მომხრეა, რომ ადგილობრივ არჩევნებზე ახალი სახეები გამოჩნდნენ. 

"მე ვფიქრობ, რომ ახალი სახეები უნდა იქნას წარმოჩენილი ადგილობრივ არჩევნებზე, მერის არჩევნებზეც.

ვფიქრობ, ოპოზიცია უნდა იყოს კოორდინაციაში და უნდა იყოს კონკურენცია ოპოზიციასაც შორის. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ჩვენ ვართ პარტია და ჩვენ უნდა გვყავდეს ჩვენი კანდიდატი," - ამბობს მამუკა ხაზარაძე.

დღის ამბები