19 ივნისი 2021,   19:50
ვრცლად
დონბასში რუსული აგრესიის ფონზე, NATO-ს შტაბბინაში უკრაინისა და საქართველოს ალიანსში გაწევრიანებაზე მკაფიო განცხადებები კეთდება

დონბასში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება ისევ ირღვევა და სიტუაციაც დაძაბული რჩება. უკრაინული მედიის ცნობით, ოკუპანტებმა ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი მხოლოდ გუშინდელი დღის მონაცემებით 13-ჯერ დაარღვიეს. ეს საკითხი ნატოს შტაბბინაში ბოლო დღეებია, განხილვის ერთ-ერთი თემაა.

ნატოში უკრაინის მისიის დროებითი რწმუნებული, გიორგი ტოლკაჩოვი "კურიერთან" ამბობს, რომ ნატოს შტაბბინაში გამართულ შეხვედრაზე ოკუპირებულ ლუგანსკსა და დონეცკში არსებულ ვითარებაზე ისაუბრეს. 

"სიტუაცია კვლავ დაძაბულია, საფრთხე არსად წასულა. შედგა სამმხრივი საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრა, სადაც საუბარი იყო სააღდგომოდ ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის განახლებაზე, თუმცა უშედეგოდ. შეხვედრა კიდევ გაიმართება და ეს ჯგუფი კვლავაც შეეცდება შედეგის მიღწევას და მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება იყოს სიტუაციის დეესკალაციის (განმუხტვის) ნიშანი უკრაინისა და მის გარშემო ტერიტორიაზე,"- აღნიშნა გიორგი ტოლკაჩოვმა.

მისივე თქმით, შეხვედრაზე ნატოს რამდენიმე წევრი ქვეყნის დელეგაციის მხრიდან გაკეთდა მკაფიო განცხადება, რომ ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილება უკრაინისა და საქართველოს ნატოში გაწევრიანებაზე ძალაშია.

"ნატოს შტაბბინაში შეხვედრა მქონდა პოლიტიკური კომიტეტის წევრებთან, სადაც ვისაუბრეთ უსაფრთხოების საკითხებზე ჩვენს საზღვრებზე და ოკუპირებულ ლუგანსკსა და დონეცკში არსებული ვითარებაზე.

ნატოს რამდენიმე წევრი ქვეყნის დელეგაციის მხრიდან იყო მკაფიო განცხადება, რომ ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილება უკრაინის და საქართველოს ნატოში გაწევრიანებაზე ძალაშია," - ამბობს გიორგი ტოლკაჩოვი.

დღის ამბები