19 ივნისი 2021,   20:03
ვრცლად
ინდური შტამით ინფიცირებული საქართველოს ორი მოქალაქე - ახალი გამოწვევა, რომელიც შესაძლოა, გადაუჭრელი პრობლემა გახდეს

დღეს ცნობილი გახდა, რომ კორონავირუსის ინდური შტამით საქართველოს ორი მოქალაქეა ინფიცირებული. საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ "დღის კურიერის" ეთერში სტუმრობისას თქვა, რომ ისინი ინდოეთის კლინიკებში მკურნალობენ.

სწორედ ე.წ. ინდური შტამი გახდა დღეს ქვეყნებისთვის ყველაზე დიდი გამოწვევა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში ფიქრობენ, რომ ის შესაძლოა, ინდოეთის შემდეგ ყველა სახელმწიფოს გადაუჭრელი პრობლემა გახდეს.

COVID-19-ის გავრცელების შესაჩერებლად როგორც მსოფლიოს სხვა ქვეყნებში, ისე საქართველოშიც, მოსახლეობას ვაქცინაციისკენ მოუწოდებენ. თბილისში გუშინ გვიან ღამით ჩინური "სინოვაკის" 100 000 დოზა ჩამოვიდა. "სინოფარმზე" კი რეგისტრაცია კვლავ მიმდინარეობს. ექსპერტები ამბობენ, რომ "სინოფარმის" ვაქცინას მსოფლიოს არაერთი ქვეყანა უკვე რამდენიმე თვეა, იყენებს და მათი გამოცდილებით, ის სანდო და ეფექტურია.

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 1476 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 791 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 15 პაციენტი კი გარდაიცვალა. ექიმები ამბობენ, რომ COVID-19-ის მესამე ტალღის გამო კლინიკების დიდ ნაწილში თავისუფალი ადგილები უკვე აღარ არის.​

კორონავირუსის ვაქცინაციის მსურველთა გასარკვევად შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზე, დღევანდელი მონაცემებით, 65 844 მსურველია დარეგისტრირებული.

30 აპრილის მონაცემებით, კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრა 45 338-მა ადამიანმა გაიკეთა, სრულად ვაქცინირებულია 6064 მოქალაქე.

დღის ამბები