19 ივნისი 2021,   18:51
ვრცლად
წმინდა ცეცხლის გადმოსვლის რიტუალზე დასწრება მხოლოდ ვაქცინირებულ ადამიანებს შეეძლებათ

იერუსალიმის საპატრიარქო ქრისტეს აღდგომის ტაძარში შესვლაზე დაწესებული შეზღუდვების შესახებ განცხადებას ავრცელებს - წმინდა ცეცხლის გადმოსვლის რიტუალზე დასწრება მხოლოდ ვაქცინირებულ ადამიანებს შეეძლებათ.

იერუსალიმის საპატრიარქოს ვებგვერდზე გავრცელებული ინფორმაციით, ქრისტეს აღდგომის ტაძარში მისული პირების ტერიტორიაზე შეშვება 09-00, 10:00-საათიდან დაიწყება. მათ ვაქცინაციის დამადასტურებელი სპეციალური დოკუმენტის წარდგენა მოუწევთ. 

განცხადებაში აღნიშნულია, რომ არავაქცინირებული პირები ტაძარში არ დაიშვებიან, თუმცა წმინდა კონსტანტინესა და ელენეს მონასტრის ტერიტორიაზე სპეციალურად მათთვის დასაშვებ ადგილზე დარჩებიან.

დღის ამბები