12 მაისი 2021,   12:25
ვრცლად
მოლაპარაკება შემდგარია, შეთანხმება მიღწეულია და ამის შემდეგ ციხეში ჯდომა პოლიტპატიმრობა არ არის - იაგო ხვიჩია 

"გირჩის" ერთ-ერთმა ლიდერმა იაგო ხვიჩიამ ნიკა მელიაზე განაცხადა, რომ მოლაპარაკება შემდგარია, შეთანხმება მიღწეულია და ამის შემდეგ ციხეში ჯდომა პოლიტპატიმრობა არ არის. 

მისი თქმით, "ლელოს" მცდელობას, კიდევ ერთი გზა იპოვოს მელიას გარეთ გამოსაყვანად, მხოლოდ მიესალმება, თუმცა, განსხვავება არ არის, ევროკავშირი თავდებად ჩაუდგება მელიას თუ გირაოს გადაუხდის.

"ევროკავშირი თავდებად ჩაგიდგება თუ გირაოს გადაგიხდის, პრინციპულად ერთი და იგივე საკითხია. ორივე საპატიოა და ორივეს უნდა დაეთანხმო. არ მესმის პირველის არდათანხმების ამბავი, მეორე თუ გამოვა და ევროპარლამენტარები დაეთანხმებიან, იქნება გზა და იმედია, ეს გზა მაინც იქნება წარმატებული, ნებისმიერი გზა, რომელიც ნიკა მელიას გარეთ აღმოაჩენს, მისასალმებელია, რა თქმა უნდა, თუ თვითონ უნდა გარეთ გამოსვლა.

ჩემი აზრით, მოლაპარაკება შემდგარია, შეთანხმება ძირითად პუნქტებზე მიღწეულია და ამის შემდეგ ციხეში ჯდომა პოლიტპატიმრობა არ არის, ამის შემდეგ ციხეში ჯდომა გამძლეობაში ვარჯიშია - რამდენი ხანი გავძლებ ციხეში, მაგრამ პოლიტიმრობასთან კავშირი არ გააჩნია მას შემდეგ, რაც ევროკავშირი გიხდის გირაოს, რომ გარეთ გამოხვიდე,"- განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

 

დღის ამბები