12 მაისი 2021,   12:41
ვრცლად
ერთი მოკლული და ერთი დაჭრილი - აბასთუმანში სამშენებლო კომპანიების წარმომადგენლებს შორის სისხლიანი დაპირისპირება მოხდა

დაბა აბასთუმანში სიტყვიერ და ფიზიკურ დაპირისპირებას ერთი ადამიანი ემსხვერპლა, დაჭრილია კიდევ ერთი პირი.

ადგილობრივების ინფორმაციით, კურცხანას ხეობაში ორი სამშენებლო კომპანიის წარმომადგენლებს შორის დაპირისპირება მოხდა, რა დროსაც სანადირო თოფით ერთი მამაკაცი მოკლეს, მეორე კი დაჭრეს.

დაჭრილი მამაკაცი ახალციხის რეფერალურ ჰოსპიტალში შეიყვანეს, პაციენტის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა.

მომხდართან დაკავშირებით გამოძიება 108-ე მუხლით მიმდინარეობს.

დღის ამბები