12 მაისი 2021,   11:27
ვრცლად
მოკრძალებულად ვიყოთ ბრწყინვალე შვიდეულის პერიოდში, სასაფლაოზე ოჯახიდან ერთი ან ორი ადამიანი გავიდეთ - ამირან გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი მოსახლეობას აღდგომის დღესასწაულების მოკრძალებული ფორმით აღნიშვნას მოუწოდებს.

ამირან გამყრელიძის თქმით, საპატრიარქოსთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს, რათა სადღესასწაულო რიტუალებისას ტაძრები არ გადაიჭედოს და მრევლმა კვლავ დაიცვას შესაბამისი რეკომენდაციები: პირბადე და დისტანცია.

ამირან გამყრელიძე ასევე მოუწოდებს მოქალაქეებს, ბრწყინვალე შვიდეულის პერიოდში სასაფლაოებზე ოჯახიდან ერთი ან ორი ადამიანი გავიდეს.

"ახლა ამინდი იძლევა საშუალებას და სჯობს, რადიოფიცირება მოხდეს და გარეთ იდგნენ ადამიანები შესაბამისი დისტანციით, როგორც შარშან გავაკეთეთ. გასულ წელს ეს ყველაფერი კარგად გაკეთდა და ამიტომაც არ გვქონია არავითარი ეპიდაფეთქება სარიტუალო ღონისძიებებიდან.

რაც მთავარი თხოვნაა, რომ ძალიან მოკრძალებულად ვიყოთ ბრწყინვალე შვიდეულის პერიოდში. სასაფლაოზე ოჯახიდან ერთი ან ორი ადამიანი გავიდეთ, სანთელი ავანთოთ," – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

დღის ამბები