12 მაისი 2021,   12:50
ვრცლად
ტრეფიკინგის ბრალებით დაკავებული პირი დანაშაულს აღიარებს - ადვოკატმა განცხადება "კურიერთან" გააკეთა

ტრეფიკინგის ბრალებით დაკავებული პირი დანაშაულს აღიარებს. ადვოკატმა განცხადება "კურიერთან" გააკეთა.

"ფაქტობრივ გარემოებებს არ უარყოფს, მაგრამ დატუქსვაც, ფიზიკური ზემოქმედებაც, სამართლებრივად ცემაში და ფიზიკურ წამებაში გადადის.

პოლიციამ და პროკურატურამ ძალიან ეფექტურად  გამოიძიეს და სიღრმისეულად ჩაწვდნენ პირდაპირი და ფარული პროცესუალური მოქმედებებით, რომ დაცვასაც და სახელმწიფო ბრალდებასაც დაგვანახა პრობლემა შიგნიდან," -  აცხადებს ადვოკატი უშანგი მგელაძე.

45 წლის მამაკაცი, რომელიც ბავშვებს აიძულებდა ეთხოვათ მოწყალება, გაეყიდათ ნივთები და თანხა მისთვის მიეცათ, ტრეფიკინგის ბრალდებით დააკავეს. თუ მოზარდები მის ბრძანებას არ დაემორჩილებოდნენ, მამაკაცი, რომელიც მათ ბიძად ეკუთვნოდათ, ბავშვებს ფიზიკურად უსწორდებოდა.

დღის ამბები